პაატა იმნაძე - სეზონური ვირუსების მატების ფაზა დაიწყო
პაატა იმნაძე - სეზონური ვირუსების მატების ფაზა დაიწყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, სეზონური ვირუსების მატების ფაზა დაწყებულია. როგორც პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვირუსები გავრცელება უკვე მეორე კვირაა დაიწყო.

„წინა წლებთან შედარებით, წელს ავადობა, ჰოსპიტალიზაცია და მძიმე შემთხვევები გაცილებით ნაკლებია. წამყვანი ვირუსია რინოვირუსი, რაც გაცილებით მსუბუქ ვირუსად ითვლება. რაც შეეხება გრიპს, უკვე გამოჩნდა სამივე ტიპის გრიპის ვირუსი, ესენია „ბე“, „ჰაშ 2“ და „ჰაშ 3“ ტიპის ვირუსები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე განცხადებით, ცირკულირებს ასევე ადენო, ენტერო და რესპირატორული ვირუსები.

რაც შეეხება, ვირუსების საწინააღმდეგო აცრას, პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო პროგრამით უკვე 90 ათასი ადამიანია აცრილი, ხოლო კერძო სექტორში დაახლოებით 50 ათასი.

პაატა იმნაძის განცხადებით, ვირუს11ების მატების პერიოდი დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.

„მატების პერიოდი დეკემბრის ბოლომდეა, თუმცა რადგან გრიპის ვირუსებში წამყვანი „ბე“ ტიპის ვირუსია ამ ეტაპზე გართულებებს არ ველოდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი