პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში რეინფიცირების ერთ-ერთი  შემთხვევა ორთვენახევარში დადასტურდა
პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში რეინფიცირების ერთ-ერთი შემთხვევა ორთვენახევარში დადასტურდა

ზედამხედველობა დამყარებული იყო 140 შემთხვევაზე. აქედან 100-მდე ჩაითვალა, ასე ვთქვათ, შესაძლო შემთხვევად. დღეისათვის დარჩენილია 19 შემთხვევა, მოძიებულია „პისიარ“-ტესტის როგორც პირველადი, ისე განმეორებითი შედეგი, რათა მოხდეს შტამების სეკვენირება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „რეინფიცირებაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისვე თქმით, საქართველოში ერთ შემთხვევაში რეინფიცირება ორთვენახევარში დადასტურდა.

„რაც შეეხება დროს, „რეინფიცირების“ შემთხვევებიდან ერთი იყო ორთვენახევარში, ერთი დაახლოებით სამ თვეში და კიდევ ერთი შემთხვევა სამ თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. ეს მოვლენა არ არის ხშირი, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.