პაატა იმნაძე – ყველა რეკომენდაციას ვითარების შესაბამისად გავცემთ 

13:52, 10.04.2020

შევხედავთ ვითარებას და ყველაფერი თავის დროზე იქნება რეკომენდებული, – ასე უპასუხა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას, ხომ არ იგეგმება საგანგებო ვითარების გახანგრძლივებაზე რეკომენდაციის გაცემა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ყველა რეკომენდაციის გაცემა ხდება იმისდა შესაბამისად, როგორია ვითარება და რა მოლოდინებია ორის კვირის შემდეგ.

„დღეს ჩვენ რომ რაღაცას გავაკეთებთ, ის ეფექტს მოგვცემს ორი კვირის შემდეგ. აქამდე რასაც ჩვენ ვაკეთებდით და რა რეკომენდაციებიც იყო, ეს ყველაფერი გათვლილი იყო ორი კვირის მერე რა მოხდებოდა. ამიტომაც, დაველოდოთ ვითარებას, შევხედავთ და ყველაფერი თავის დროზე იქნება რეკომენდებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი