პაატა იმნაძე - ყველა პარტიაში ჰყავთ პოლიტიკოსი ექიმები, მე ნუ მალაპარაკებენ, თვითონ იციან რჩევები
პაატა იმნაძე - ყველა პარტიაში ჰყავთ პოლიტიკოსი ექიმები, მე ნუ მალაპარაკებენ, თვითონ იციან რჩევები

ყველა პარტიაში ჰყავთ პოლიტიკოსი ექიმები, მე ნუ მალაპარაკებენ, თვითონ იციან რჩევები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსით ინფიცირებული საჯარო პირის ან პოლიტიკოსის კონტაქტები კვლავ აქტიურად ჩნდებიან ეკრანებზე, შეხვედრებზე და რამდენად აუცილებელია, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, ადამიანი წავიდეს იზოლაციაში.

„ნუ, ახლა, თქვენ მეუბნებით ანა-ბანას. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვისაც არ აქვს პრეტენზია, რომ არის შეგნებული. პოლიტიკოსია და წავიდა სამსახურში, გადასდო თავის თანამშრომლებს, რადგან ვერ მიხვდა იმას, ინფიცირებული რომ იყო და კონტაქტში რომ იყო, სახლში უნდა დარჩენილიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი რეკომენდაცია ერთნაირად ვრცელდება იმ ადამიანზე, რომელიც ვთქვათ არის ინტელექტუალური და შეიძლება, არ აქვს ამაზე პრეტენზიები.

სხვათა შორის, ყველა პარტიაში ჰყავთ სულ მცირე რამოდენიმე პოლიტიკოსი ექიმი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და მე ნუ მალაპარაკებენ, თვითონ იციან რჩევები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.