პაატა იმნაძე - ვთქვათ უარი ერთხელ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს
პაატა იმნაძე - ვთქვათ უარი ერთხელ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს

მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, ერთხელ ვთქვათ უარი იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„ვნახოთ, როგორ გაიგებს ჩვენი მოსახლეობა ყველაფერს. დღეს ვნახე, მანქანები როგორც გადიოდა ქალაქიდან. მესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. მაგრამ სუფრის მოწყობა, 5-6 კაცი რომ იქნება, შეიძლება ხუთივე, ექვსივე ჩაწვეს. გამიგეთ ეს სწორად. მოერიდეთ ამ ყველაფერს. მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, დღეს ერთხელ ვთქვათ უარი იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ეს გავიგოთ ყველამ. იგივე ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ. ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია, ჩვენი ეკლესია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.