პაატა იმნაძე - უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენ გარშემო დადის, თუ არ დავიცავთ წესებს, არავინ ვიცით, სად და როდის იფეთქებს
პაატა იმნაძე - უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენ გარშემო დადის, თუ არ დავიცავთ წესებს, არავინ ვიცით, სად და როდის იფეთქებს

დღევანდელი მონაცემები ასეთია, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენს გარშემო დადის, თუ არ დავიცავთ წესებს, არავინ ვიცით სად და როდის იფეთქებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღესდღეობით თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ამიტომ აუცილებელია წესების დაცვა.

„რამდენიმე ბიზნესია დარჩენილი კიდევ, რომელიც ჯერ არ გახსნილია. დარჩა ერთი, ვატაროთ ნიღაბი, თუ გარეთ და ჰაერზე ვართ, მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მაშინ ყველგან უნდა ვიხმაროთ ნიღაბი. დახურულ სივრცეში ნიღაბი ძალიან კარგია მიუხედავად იმისა, ვახერხებთ თუ არა დისტანციის დაცვას. ხელების ჰიგიენა არასდროს არ გვაწყენს, ამას თუ ყველა დაიცვას, კორონა იქნება, მაგრამ არ იქნება იმდენი, რომ შეგვაწუხოს. ბოლო დღეებში დაახლოებით 10-მდე შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ნახევარი დაახლოებით არის ისევ და ისევ იმპორტირებული შემთხვევები, ანუ საკარანტინო ზონებიდან შემთხვევები, მაგრამ სამწუხაროდ შემთხვევებს კიდევ ვპოულობთ როგორც ლილოში, ასევე გაჩიანში. სამწუხაროდ, მოგვიწია, რომ ერთი სოფელი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადაგვეყვანა, რადგან იქ პრობლემები იყო გამოკვლევაზე დათანხმება დამყოლობა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მონაცემები ასეთია, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან კორონავირუსი ჩვენ გარშემო დადის, თუ არ დავიცავთ წესებს, არავინ ვიცით, სად და როდის იფეთქებს“, – განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, როდის შეძლებს მუშაობის განახლებას ბიბლიოთეკები და როდის იქნება შესაძლებელი მკითხველთან შეხვედრა, იმნაძემ იმედოვნებს, რომ ეს სფეროც მალე გაიხსნება.

„პრობლემა დგება დახურული სივრცეების, ბიბლიოთეკა არის დახურულ სივრცეში, ვითვალისწინებთ ყველა რისკებს და დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე ეს სფეროც გაიხსნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, წიგნიდან თუ ხდება ვირუსის გადაცემა, იმნაძემ აღნიშნა, რომ ქაღალდიდან გადაცემის გარკვეული რისკი არსებობს.

„სხვადასხვა კვლევებით რამდენიმე საათი რჩება ვირუსი ცოცხალი. ჩვენთან სამწუხაროდ გავრცელებულია წიგნის გადაფურცვლის ჩვევა, ესეც მაღალი რისკის ფაქტორია“, – განაცხადა იმნაძემ.