პაატა იმნაძე - დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხანდახან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება, სუფთა ჰაერზე კარგია
პაატა იმნაძე - დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხანდახან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება, სუფთა ჰაერზე კარგია

დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა კითხვაზე, დასრულდა თუ არა სლოგანი „დარჩით სახლში“.

„რთული კითხვაა, დავრჩეთ, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება, კარგია სუფთა ჰაერზე. დავიცვათ შეზღუდვები მაქსიმალურად, ვეცადოთ ხანდაზმულები როდესაც დაიწყებთ გამოსვლას. ბავშვები უკვე  ნამდვილად შეიძლება, ვასეირნოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, ის მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ ისეირნებენ ისეთ ადგილზე, სადაც დიდი თავყრილობაა, ასევე დაიცვან დისტანცია.

„სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ბავშვებიც და ჩვენც უნდა გავიდეთ ხოლმე სუფთა ჰაერზე, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ნუ ისეირნებთ, სადაც დიდი თავყრილობა იქნება იქ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.