პაატა იმნაძე - უცხოელი ტურისტი იმდენი არ იქნება და წელს ყველანი თუ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას, კარგი იქნება
ალბათ, ჩვეულებრივად, ზოგს მთა მოსწონს და ზოგს ზღვა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რას ურჩევენ სპეციალისტები მშობლებს ზაფხულში ბავშვების დასვენებასთან დაკავშირებით.
იმნაძის თქმით, მისასალმებელია, წელს ყველანი თუ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას.
„დავგეგმოთ გემოვნების მიხედვით და გასაგებია, რაც უნდა უცხოელი ტურისტების კარიბჭეები გავხსნათ, იმდენი არ იქნება მაინც უცხოელი ტურისტი. პირიქით, მისასალმებელი იქნება, თუ წელს ყველანი გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად შიდა ტურიზმი განვავითაროთ ქვეყნაში და მაქსიმალურად ავითვისოთ ბუნებრივი სიმდიდრეები ჩვენი კურორტების სახით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.