პაატა იმნაძე - უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით დიდი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნები
პაატა იმნაძე - უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით დიდი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო იყოს. იმნაძე ამბობს, რომ პრაქტიკულად, არ არსებობს შანსი, არჩევნებზე ადამიანს ინფექცია ვინმესგან გადაედოს.

„ამაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის. ანუ, პრაქტიკულად, იქ როგორც საარჩევნო კომისიების წევრების, ასევე უშუალოდ არჩევნებზე მისული მოქალაქეების დაცვის მხრივ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით დიდი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან პრაქტიკულად, არ არსებობს იმის შანსი, რომ ადამიანს ადამიანისგან ვირუსი გადაედოს. ჯერ ერთი, დროც ცოტაა, შემდეგ ნიღბითაა ადამიანი, კალამი ერთჯერადი იქნება, მხოლოდ ინდივიდუალური მოხმარებისთვის; ასევე, ხელების დამუშავება – ყველაფერია გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.