პაატა იმნაძე - თბილისში სულ 14 ადამიანია, ვისი ინფიცირების წყაროც მესტიაში ყოფნას უკავშირდება
პაატა იმნაძე - თბილისში სულ 14 ადამიანია, ვისი ინფიცირების წყაროც მესტიაში ყოფნას უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისში სულ 14 კოვიდინფიცირებულია, ვისი ინფიცირების წყაროც მესტიაში ყოფნას უკავშირდება.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში თბილისში კოვიდცენტრებს ათასამდე ადამიანმა მიმართა, რომელთაც მესტიის მუნიციპალიტეტში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.

„ბოლო დღეებში თბილისში ათასამდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრებს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აქედან ცხრა გუშინ გამოვლინდა. მანამდე იყო კიდევ შემთხვევა გამოვლენილი. ასე რომ, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში, ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.