პაატა იმნაძე - სოფელ კაპანახჩის ექიმმა წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე და მშვენივრად შეძლო კორონავირუსის შემთხვევის ამოცნობა
პაატა იმნაძე - სოფელ კაპანახჩის ექიმმა წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე და მშვენივრად შეძლო კორონავირუსის შემთხვევის ამოცნობა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სოფელ კაპანახჩის ექიმს პერსონალურად მადლობა გადაუხადა.

იმნაძის თქმით, მან კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია დაავდებათა კონტროლის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძალიან კარგად იცოდა.

„მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის, სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, რა არის შესაძლო შემთხვევა, მშვენივრად, თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის, რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან. მე მისთვის პერსონალური ტერინინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა“,- განცხადა პაატა იმნაძემ.