პაატა იმნაძე - შვედეთში ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის იმედი ჰქონდათ, თუმცა კვლევებით ჩანს, რომ მიშვების პოლიტიკამ არ გაამართლა
პაატა იმნაძე - შვედეთში ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის იმედი ჰქონდათ, თუმცა კვლევებით ჩანს, რომ მიშვების პოლიტიკამ არ გაამართლა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შევდეთმა და ბელაურსმა პანდემიის პირობებში, მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აირჩიეს.

მისივე თქმით, ბელარუსში კიდევ გაცილებით ნაკლები შეზღუდვა იყო, ვიდრე – შვედეთში.

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტზე ამყარებდნენ იმედს.

„ჯერ შემოდგომა არ არის და წიწილების დათვლა ჯერ ადრეა, მაგრამ ჯერ ერთი, როცა შვედეთს ლაპარაკობენ, ესეც საინტერესოა, ასე ვთქვათ, ერთი ფრთა ლაპარაკობს შვედეთზე, მეორე ბელარუსზე და სხვათა შორის, ბელარუსში გაცილებით ნაკლები იყო შეზღუდვები, ვიდრე – შვედეთში. იქ პრაქტიკულად არაფერი შეზღუდვა არ ყოფილა. ანუ, ამ ორმა ქვეყანამ მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული  მიდგომა აირჩია“,- განაცხადა იმნაძემ.

თუმცა, იმნაძის თქმით. ე.წ. მიშვების პოლიტიკამ ვერ გაამართლა.

„კვლევა უკვე გამოაქვეყნეს შვედებმა, ის, რაც იქ იყო მეცნიერული მტკიცებულებებით. ძალიან მაღალი დონის ეპიდემიოლოგია, ვინც არის ახლა მოქმედი და მისი წინამორბედი, ასე ვთქვათ, ჩემი თაობის ვინც არის, ბატონი გისეკია. მათ სხვანაირი მიდგომები ჰქონდათ და იმედი ჰქონდათ ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტზე. საქართველოში ბევრი ჯოგს რომ უძახის, ეს პოპულაციური იმუნიტეტია, ქართულ ეპიდემიოლოგიაში მიღებული ტერმინი ეს არის.

ახალი გამოქვეყნებული ნაშრომებია და აღმოჩნდა, რომ სტოკჰოლმში, სადაც ყველაზე მეტი იყო შემთხვევები, კვლევის შედეგად 7 პროცენტია, ანუ არავითარი იმისთვის, რომ პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, ინფექცია ასე ვთქვათ თავისთავად დავამარცხოთ. 70 პროცენტი უნდა იყოს. ანუ, აი ამ მიშვების პოლიტიკით, პოპულაციური 7 პროცენტზე ვერ ავიდა სტოკჰოლმში, სადაც ყველაზე მეტი იყო დაავადებული.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად არ გაამართლა ამ მიდგომამ. გარდა იმისა, თუ შევადარებთ შვედეთს მის მეზობელ დანიას, შვედეთის შედარება  საქართველოსთან ხომ არ შეიძლება, მაგრამ არც იტალიასთან შეიძლება და არც ესპანეთთან, რადგან ცხოვრების სტილი, ოჯახების დამოკიდებულება ასე ვთქვათ ემოციური მოსახლეობის, ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, შვედების 50 პროცენტი ცალკე ცხოვრობს, ცალკე ბინა აქვს, მარტო ცხოვრობს და არა დიდ ოჯახებში, როგორიც მაგალითად იტალიაშია ან სხვაგან..ამიტომ აბსოლუტურად შეუდარებელია.

შეიძლება, შევადაროთ შვედეთი დანიას, და მოსახლეობაზე თუ გადავიანგარიშებთ, შვედეთში ექვსჯერ მეტი არის დაღუპული, ვიდრე დანიაში. აი ეს არის შვედეთის ექსპერიმენტის შედეგი. და იგივე ბელარუსია, ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში, რადგან ზოგს ბელარუსის მოდელი მოსწონს, ზოგს შვედეთის. არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ“,- განაცხადა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი