პაატა იმნაძე - შეზღუდვების გაფართოებით ეპიდვითარების დასტაბილურებას ველოდებით, შედეგი ორ კვირაში უნდა იყოს
პაატა იმნაძე - შეზღუდვების გაფართოებით ეპიდვითარების დასტაბილურებას ველოდებით, შედეგი ორ კვირაში უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების შედეგად პირველ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერება უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, შედეგი ორ კვირაში უნდა გამოჩნდეს.

„პირველ რიგში, ველოდებით, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და კორონავირუსის შემთხვევების მატება არ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერ კლებას ნამდვილად არ ველოდებით, მით უმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები უნდა იყოს ორი კვირის შემდეგ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.