პაატა იმნაძე - შეშფოთების საფუძველი დიდი ხანია, გვაქვს მთელ დედამიწაზე, იმიტომ გამკაცრდა ზომები, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს
პაატა იმნაძე - შეშფოთების საფუძველი დიდი ხანია, გვაქვს მთელ დედამიწაზე, იმიტომ გამკაცრდა ზომები, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს

შეშფოთების საფუძველი რომ არსებობდა, იმიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

კითხვაზე, როდის იქნება კორონავირუსის პიკური პერიოდი და როდემდე გაგრძელდება ვირუსის ცირკულირება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ პიკზე საუბარი ცოტა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.

„მოდით, პიკურ პერიოდზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება დინამიკის შეფასების საშუალება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი. რაც შეეხება შეშფოთების საფუძველს, შეშფოთების საფუძველი, მგონი, დიდი ხანია, გვაქვს მთელ დედამიწაზე. შეშფოთების საფუძველი რომ იყო, იმიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, შეშფოთების საფუძველი რომ გვქონდა, ამიტომ გამკაცრდა ზომები. ეს ყველაფერი კეთდება სწორედ იმიტომ, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს ხოლმე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.