პაატა იმნაძე - სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები, ვაჭრობა ქვეყნებს შორის ვერ გაჩერდება
პაატა იმნაძე - სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები, ვაჭრობა ქვეყნებს შორის ვერ გაჩერდება

ქართველი გადამზიდავები გაფრთხილებული არიან, რომ დაიცვან ის ელემენტარული წესები, რაც დაწესებულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, დღეს მთელს მსოფლიოში ქვეყნებს შორის ვაჭრობა ძალიან გართულებულია.

„ადამიანი შეიძლება იყოს ინკუბაციურ პერიოდში, ტესტი იყოს უარყოფითი და შემდეგ, ის ინკუბაციის პერიოდში ნებისმიერ დღეს 14 დღიდან გახდეს დადებითი. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ დღეს მთელი დედამიწა პრაქტიკულად, ასე ვთქვათ დაპაუზებულია. ვაჭრობა ძალიან გართულებულია ქვეყნებს შორის. შესაბამისად ყველა ქვეყანა თანხმდება, რომ უნდა გაგრძელდეს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, უნდა იყოს ღია კორიდორები და ეს განსაკუთრებით ეხება საავტომობილო გადაზიდვებს, სარკინიგზო გადაზიდვებს.

რა თქმა უნდა აქ არის გარკვეული რისკი. ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ამ რისკებს. ამიტომ არის სპეციალური რეჟიმი. გროვდება გარკვეული რაოდენობა სატრანზიტო მანქანების და შემდეგ ისინი პოლიციის ესკორტით გადაადგილდებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. თუმცა ძირითადად მაინც ისევ ჩვენი ქართველი გადამზიდავები, რომლებიც ქვეყნის შიგნით გადაადგილდებიან და ისინი შემდგომ გადაადგილდებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზეც. რა თქმა უნდა, მათი რისკი არის, ამიტომ ისინი ყველანი გაფრთხილებულები არიან, პირველ რიგში დაიცვან ის ელემენტარული წესები, რაც დაწესებულია უკვე ყველა ეკონომიკური სუბიექტისათვის. მე მესმის, ახლა ტრასაზე რომ გაივლის, ის საშიშროებას ნამდვილად არ წარმოადგენს ვინმესთვის, მაგრამ ის მიდის შემდეგ თავის ოჯახში. ამიტომ თითოეულმა მათგანთან ტარდება ახსნა-განმარტებითი საუბარი, რომ ისინი წარმოადგენენ რისკს პირველ რიგში საკუთარი ოჯახებისათვის და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები, როდესაც არიან ქვეყნის ტერიტორიაზე. ვაჭრობა ქვეყნებს შორის ვერ გაჩერდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.