პაატა იმნაძე - სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება
პაატა იმნაძე - სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება

სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მემგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, განიხილება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვების დაწესების საკითხი და იგეგმება თუ არა სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა.

„ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასაფლაოზე გასვლა ძალიან ნორმალურია, იქ კვერცხის გადაგორებაც და ყველაფერი, მაგრამ ქეიფის გამართვა საერთოდ არ ჯდება ჩვენ ტრადიციებში და ის, რომ სასაფლაოზე ქეიფები უნდა აიკრძალოს, ამაში მემგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება“, – განაცხადა იმნაძემ.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ქალაქების ჩაკეტვა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული

„თუ სიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სასაფლაოზე გამსვლელი აღარ დავრჩებით, რა გითხრათ აბა?!“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი