პაატა იმნაძე - საქართველოში ყველა ვაქცინა უმაღლესი ხარისხისაა და აცრის შემდგომი გართულების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
პაატა იმნაძე - საქართველოში ყველა ვაქცინა უმაღლესი ხარისხისაა და აცრის შემდგომი გართულების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოში ყველა ბავშვისთვის ვაქცინა არის უფასო და უმაღლესი ხარისხის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა,  პაატა იმნაძემ სავალდებულო აცრებთან მიმართებაში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით ინსინუაციები აბსოლუტურად მიუღებელია.

„საქართველოში ვაქცინა არის უფასო არა მარტო სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, არამედ ყველა ბავშვისათვის. ეს ვაქცინები არის აბსოლუტურად უმაღლესი ხარისხის, რაც კი შეიძლება დღეს იყოს მსოფლიოში. ამ ვაქცინების აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება “, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, 90 წლებიდან მოყოლებული საქართველოში აცრის შემდგომი გართულების ან ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დატოვე კომენტარი