პაატა იმნაძე – საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების განსაკუთრებული ნიშნები არ არის და არც სამომავლოდ ველოდებით

12:11, 16.10.2019

საქართველოში გრიპის ვირუსის რამე განსაკუთრებული ნიშნები ამ დროისთვის არ არსებობს და სამომავლოდაც ვირუსის გავრცელების განსაკუთრებულ საშიშროებებს არ ველოდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ბოლო პერიოდში საქართველოში ორი სახის: ადენო და რინო ვირუსები დომინირებს, თუმცა გასული წლის მონაცემებს არ აღემატება, ამ მხრივ, საშემოდგომო პერიოდისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ვითარებაა და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

იმნაძის თქმით, ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ექიმს უნდა მიმართონ და მის მითითებებს დაექვემდებარონ. ამასთან, ტიპური ვირუსებისთვის დამახასიათებელია გაციება, ასევე ტემპერატურის მომატება, რომელიც კონტროლირებადია.

მსგავსი