პაატა იმნაძე - რამდენიმე ათასი მოლეკულური ტესტის მარაგი გვაქვს ქვეყანაში, ჩინეთიდან მომდევნო კვირაში დამატებით ველოდებით
პაატა იმნაძე - რამდენიმე ათასი მოლეკულური ტესტის მარაგი გვაქვს ქვეყანაში, ჩინეთიდან მომდევნო კვირაში დამატებით ველოდებით

ჩვენ ამ ეტაპზე მოლეკულური ტესტირებისთვის საჭირო რამდენიმე ათასი ტესტის მარაგი გვაქვს ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა მომდევნო კვირაში მოლეკულურ ტესტებს ჩინეთიდანაც ელოდება.

„ჩინეთიდან ველოდებით იმ კვირაში დამატებით პარტიას ისევ და ისევ მოლეკულური ტესტების.  ამავე დროს, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკაბებები კორეულ მხარესთან სწრაფი ტესტების მოწოდების თაობაზე. ველოდებით, რომ კონკრეტული შედეგები გვექნება უკვე იმ კვირაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.