პაატა იმნაძე - პანდემიის დასრულებულად გამოცხადებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია
პაატა იმნაძე - პანდემიის დასრულებულად გამოცხადებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის დასრულებულად გამოცხადებამდე ჯერ ძალიან შორია.

„ჯერ არაფერი არ ჩანს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადოს პანდემია. იქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. პანდემია არ დასრულებულა და ვნახოთ, რა მოხდება“,- განაცხადა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.