პაატა იმნაძე - ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერები მაღალი რისკის შემცველია და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული
პაატა იმნაძე - ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერები მაღალი რისკის შემცველია და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება მაღალი რისკის შემცველია.

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, კონდიციონერი თუ არ მუშაობს გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.

„საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა იმნაძემ.