პაატა იმნაძე - ნუ ვიქნებით მხოლოდ იმის იმედზე, რომ ვირუსი ძალას დაკარგავს, გვქონდეს ნიღბისა და დისტანციის იმედი
პაატა იმნაძე - ნუ ვიქნებით მხოლოდ იმის იმედზე, რომ ვირუსი ძალას დაკარგავს, გვქონდეს ნიღბისა და დისტანციის იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი ძალას კარგავს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება სიფრთხილე და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციების დაცვაა.

„ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ვირუსი ძალას კარგავს. ამის მეცნიერული მტკიცებულებები რომ დაგროვდეს, უნდა მოხდეს გარკვეული მუტაციები. გარკვეული დროის ფარგლებში, ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჩვეულებრივ, ასეთი მცირე დროის განმავლობაში ეს არ ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ამის იმედი ყველას გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილად ვიყოთ, ვირუსის ძალის დაკარგვის იმედზე ნუ ვიქნებით. ვიყოთ ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის იმედზე, ხელების დაბანასთან ერთად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.