პაატა იმნაძე - მახსოვს, მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა
პაატა იმნაძე - მახსოვს, მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებთ, კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა ტალღის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა ეფექტურობა აჩვენა.

მისივე თქმით, დღეს შეუძლიათ, შეზღუდვების ნაცვლად საზოგადოებას შესთავაზონ ალტერნატიული გზა, რაც ვირუსის გავრცელებას შეაკავებს.

იმნაძე ამბობს, რომ დღესდღეობით ალტერნატული გზა არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ამასთან ერთდ, არსებული რეგულაციების სათანადოდ დაცვა.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, თურმე ღამე დადიოდა, რადგან ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებლი. აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდვებს მაშინ თავისი აზრი ჰქონდა, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო, საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა თავის დაცვის ალტერნატიული გზები. დღეს ალტერნატიული გზა არის უპირველესად, ვაქცინა და არსებული რეგულაციების დაცვა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვაქცინაციისა და არსებული რეგულაციების დაცვით შეზღუდვები აღარ დავაწესოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.