პაატა იმნაძე - მესტია არის ის შემთხვევა, როდესაც კორონავირუსმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა, წესებს თუ არ დავემორჩილებით, მოგვიწევს შეზღუდვების დაწესება
პაატა იმნაძე - მესტია არის ის შემთხვევა, როდესაც კორონავირუსმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა, წესებს თუ არ დავემორჩილებით, მოგვიწევს შეზღუდვების დაწესება

მესტია არის ის შემთხვევა, როდესაც კორონავირუსმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა და თუ წესებს ყველა არ დავემორჩილებით, იძულებულები გავხდებით, შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მესტიის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მესტია ჩაიკეტა, მისი წითელ ზონად გამოცხადებაზე საუბარი ნაადრევია.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვამბობთ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით და შედეგი სახეზე გვაქვს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კორონამ თვალნათვლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა და თუ წესს ყველა არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებულები გავხდებით, რომ ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას, არის, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები. მესტია, პრაქტიკულად, გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მაგრამ წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია. იქ უკვე მუშაობს ხუთი რაზმი, მეექვსე გზაშია და ხვალიდან კიდევ ერთი ამდენი დაემატება. მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ, როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა იმნაძემ.

მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იმოქმედებს. 

 

დატოვე კომენტარი