პაატა იმნაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შემთხვევა
პაატა იმნაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შემთხვევა

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შემთხვევა, დანარჩენები არის უკვე ცნობილი შემთხვევების, ე.წ. ბანკის საცავის კლასტერის გაგრძელება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რომლის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაცინეტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას ველოდებით განსაკუთრებით ყურადღებით,“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.