პაატა იმნაძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ცნობილ კლასტერებს უკავშირდება, შესაძლოა, ერთმანეთთან ორი კლასტერიც გადაიკვეთოს
პაატა იმნაძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ცნობილ კლასტერებს უკავშირდება, შესაძლოა, ერთმანეთთან ორი კლასტერიც გადაიკვეთოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ცნობილ კლასტერებს უკავშირდება.

მისივე თქმით, შესაძლოა, ორი კლასტერის გადაკვეთაც მოხდეს.

იმნაძე ამბობს, რომ ორი შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა და ღრმა კვლევა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, პრაქტიკულად ყველა ახალი შემთხვევა, მოგეხსენებათ, ბოლო 24 საათში იყო 18 შემთხვევა, მათი უმრავლესობა დაკავშირებულია უკვე ცნობილ კლასტერებთან. შეიძლება გადაიკვეთოს უკვე ორი კლასტერი ერთმანეთთან, რაც ჩვენი კვლევის მიზანი იყო. რაც შეეხება საყურადღებო შემთხვევებს, გვაქვს კიდევ ამ ახალ შემთხვევებში ორი საყურადღებო შემთხვევა, რომლის გაღრმავებული კვლევა ამჟამად მიმდინარეობს“ ,- აღნიშნა იმნაძემ.