პაატა იმნაძე - კითხულობენ, ცხრა საათის შემდეგ კორონა აღარ დადისო, არადა, ეს შეზღუდვაც რომ არ იყოს, ორ-სამ კვირაში ნოემბრის მონაცემებზე დავბრუნდებით
პაატა იმნაძე - კითხულობენ, ცხრა საათის შემდეგ კორონა აღარ დადისო, არადა, ეს შეზღუდვაც რომ არ იყოს, ორ-სამ კვირაში ნოემბრის მონაცემებზე დავბრუნდებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა ეფექტური საშუალებაა, რომ მობილობა შემცირდეს.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეები ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სათანადოდ აღარ იცავენ, რომ არა დასახელებული შეზღუდვა, ქვეყანაში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდებოდა.

„კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ ხანდახან ადამიანები კითხულობენ, რომ ცხრა საათის შემდეგ კორონა აღარ დადის? გამიკვირდება ხოლმე. მესმის, როცა ამას ამბობენ, ჩვენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან. მაგრამ ხანდახან ისეთი ადამიანებიც ამბობენ, რომ მართლა მიკვირს. ლაპარაკია ძალიან მარტივ რამეზე, ერთი ოჯახის წარმომადგენელი მეორე ოჯახისას არ შეხვდეს არასაჭირო, არააუცილებელი საქმისთვის. ვისაც საქმე აქვს, რა თქმა უნდა, მათ არ ეხებათ. ექიმი დადის სამსახურში ღამის ცვლაშიც, ქარხნებიც მუშაობს. ლაპარაკია, რომ არ იყოს თავისუფალი გადაადგილება, რადგან გადაადგილების შეზღუდვა მობილობის დაგდების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. დღეს ერთადერთი ეს ბერკეტია დარჩენილი. სამწუხაროდ, პირბადის ტარება იქნება თუ დისტანციის დაცვა, არ ვასრულებთ. ამ ფონზე, ეს შეზღუდვაც რომ არ იყოს, ზუსტად ორ-სამ კვირაში ნოემბრის მონაცემებზე დავბრუნდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.