პაატა იმნაძე - იმედია, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, თეთრიწყაროშიც კორონავირუსის დროული შეკავება მოხდება
პაატა იმნაძე - იმედია, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, თეთრიწყაროშიც კორონავირუსის დროული შეკავება მოხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის დაახლოებით 20 შემთხვევაა გამოვლენილი და დიდი ნაწილი მედპერსონალია.

იმნაძის თქმით, იმედი აქვს, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, თეთრიწყაროშიც ინფექციის დროული შეკავება მოხდება.

„თეთრიწყაროში გუშინ მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა, გუშინდელი მუშაობის შედეგია ის, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგებია. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში. დღესაც მუშაობს იქ ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, რომ ისევ როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა, ასევე მოხდება დროული შეკავება თეთრიწყაროშიც“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.