პაატა იმნაძე - გრიპის შემთხვევებმა იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია
პაატა იმნაძე - გრიპის შემთხვევებმა იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია

გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), ახლა ცირკულირებს H3N2 და ბე (B) ტიპის ვირუსიც.

„გრიპის სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ორსულებს კვლავ ვურჩევთ, აიცრან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, მისი თქმით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა მაქსიმალურად დაიცვან თავი ტკიპების დაკბენისგან.