პაატა იმნაძე განმარტავს, როდის გაუკეთდებათ ვაქცინის მეორე დოზა პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირებულ პირებს
პაატა იმნაძე განმარტავს, როდის გაუკეთდებათ ვაქცინის მეორე დოზა პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირებულ პირებს

იმ პირებს, რომლებიც კოვიდინფექციით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, –  ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.

ამასთან, პაატა იმნაძემ განმარტა, რომ, სავარაუდოდ, რეგულაცია გადაიხედება და ეს პერიოდი შემცირდება.

გარდა ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ მსოფლიოში მოქმედი პრაქტიკით, მეორე აცრა დაავადების დასრულებისთანავე კეთდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ აცრის შემდეგ ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.

დატოვე კომენტარი