პაატა იმნაძე - „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრების მოწინააღმდეგეების ცრუ ინფორმაციას დაბლოკავენ
პაატა იმნაძე - „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრების მოწინააღმდეგეების ცრუ ინფორმაციას დაბლოკავენ

სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ აცრების მოწინააღმდეგეების, ე.წ.ანტივაქსერების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაბლოკავენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბრიუსელში გამართულ გლობალური ვაცქინაციის სამიტზე (Global Vaccination Summit 2019) სწორედ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე და ე.წ.ანტივაქსერების კამპანიების წინაღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, ისეთი დიდი სოციალური ქსელები, როგორიც არის „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და სხვა, მზად არიან, ჩაერთონ კამპანიაში და დაბლოკონ ვაქცინების წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

„ჭორები, თუ აღარ ვიცი, რა დავარქვა, რომელიც ვრცელდება ვაქცინაციასთნ დაკავშირებით, იმდენად შემაწუხებელი გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ „ფეისბუქი“ წავიდა იმაზე, ასეთი ინფორმაციების გაფილტვრა მოხდება და დაიდება მხოლოდ ის, რაც არის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები“, – აცხადებს პაატა იმნაძე.