პაატა იმნაძე - ელემენტარულ წესებს თუ დავიცავთ, ქვეყანაში ტურისტიც ჩამოვა და ეკონომიკაც განვითარდება, თუ არადა, უკან დაბრუნება მოგვიწევს
პაატა იმნაძე - ელემენტარულ წესებს თუ დავიცავთ, ქვეყანაში ტურისტიც ჩამოვა და ეკონომიკაც განვითარდება, თუ არადა, უკან დაბრუნება მოგვიწევს

ელემენტარულ წესებს თუ დავიცავთ, ქვეყანაში ტურისტიც ჩამოვა და ეკონომიკაც განვითარდება, თუ არადა, უკან დაბრუნება მოგვიწევს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ტურისტი უსაფრთხო ქვეყანაში ჩადის და თუ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, ქვეყანაში ტურისტიც ჩამოვა და ეკონომიკაც განვითარდება, თუ არადა, უკან დაბრუნება მოგვიწევს“, – განაცხადა იმნაძემ.

ამ განცხადებით პაატა იმნაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა იქნება მისი რეკომენდაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მიმართ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება, მოგვიწიოს მკაცრი იზოლაციის პირობებში ცხოვრება, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ეს ჩვენს ქცევაზე იქნება დამოკიდებული.