პაატა იმნაძე - ეკლესიას რომ მივეცით რეკომენდაცია, დაიცვა და ძალიან კარგად მოიქცა, ახლა იმავეს ვეუბნები სხვებსაც
პაატა იმნაძე - ეკლესიას რომ მივეცით რეკომენდაცია, დაიცვა და ძალიან კარგად მოიქცა, ახლა იმავეს ვეუბნები სხვებსაც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აქციებსა და შეკრებებზე აუცილებელია წესების დაცვა.

„ჩემი საქმე არის რეკომენდაციის მიცემა ყველასათვის. ეკლესიას რომ ვაძლევდი რეკომენდაციას, ეკლესიამ დაიცვა და ძალიან კარგად მოიქცა. ახლა იმავეს ვეუბნები სხვებსაც, ჩემთვის სულ ერთია სად შეიკრიბებიან და როგორ შეიკრიბებიან, მთავარია წესები დაიცვან. დანარჩენი დამოკიდებულია, ვინც ატარებს და ვინც არის ორგანიზატორი, იმათმა უნდა უზრუნველყონ წესების დაცვა, მე ხომ არ მივალ იქ რომ დისტანცია დავიცვა“, – განაცხადა იმნაძემ.