პაატა იმნაძე - ძალიან გთხოვთ ყველას, გავითვალისწინოთ და მკაცრად დავიცვათ მთავრობის ახალი რეგულაციები, გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე
პაატა იმნაძე - ძალიან გთხოვთ ყველას, გავითვალისწინოთ და მკაცრად დავიცვათ მთავრობის ახალი რეგულაციები, გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე

სამწუხაროდ, დღეს უკვე ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. ისინი ჩვენს გვერდით არიან, შეიძლება ისინი ყველაგან შეგხვდნენ, ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავისი ოჯახის გარეთ ხვდება, ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ უფრო აუცილებელი ხდება სოციალური დისტანციის დაცვა, რადგან ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

„სამწუხაროდ, დღეს უკვე ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. ისინი ჩვენს გვერდით არიან, შეიძლება ისინი ყველგან შეგხვდნენ, ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავისი ოჯახის გარეთ ხვდება, ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი უკვე შეიძლება იყვნენ გადამდები. აქედან გამომდინარე, დღეს აუცილებელი ხდება კიდევ უფრო მოვერიდოთ ერთმანეთს, ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა უნდა გააგრძელონ, ვინც აუცილებელ სამსახურებში არიან თავიანთი სამსახური, მაგრამ როდესაც ისინი ბრუნდებიან ოჯახებში, უნდა მოერიდონ ოჯახის წევრებს. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს, ეს არის სოციალური დისტანცირება, როცა ისინი მათ შეხვდებიან, მაღაზიაში იქნება თუ სხვაგან. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადებას ჩვენ ვერ დავამარცხებთ. მე ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამითი გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.