პაატა იმნაძე - დღეს საზოგადოებაში უკვე არის კორონავირუსის შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, ისინი ჩვენს გვერდით არიან, შეიძლება, ყველგან შეგვხვდნენ, ამიტომ ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ
პაატა იმნაძე - დღეს საზოგადოებაში უკვე არის კორონავირუსის შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, ისინი ჩვენს გვერდით არიან, შეიძლება, ყველგან შეგვხვდნენ, ამიტომ ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კორონავირუსის ისეთი შემთხვევები, რომლებიც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

ამიტომ, იმნაძის თქმით, ნებისმიერი თავყრილობა საფრთხეს წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენს საზოგადოებაში უკვე არის და არ არის ცოტა ეს შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, ისინი ჩვენს გვერდით არიან, ისინი შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ. ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება თავისი ოჯახის გარეთ, ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს.

ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი უკვე შეიძლება იყვნენ გადამდებნი. აქედან გამომდინარე, დღეს აუცილებელი ხდება კიდევ უფრო მოვერდიოთ, სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ, ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა უნდა გააგრძელონ, ვინც აუცილებელ სამსახურებში არიან, თავიანთი სამსახური, მაგრამ როდესაც ისინი ბრუნდებიან ოჯახებში, ისინი უნდა მოერიდონ თავის ოჯახის წევრებს.

ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს, ეს არის სოციალური დისტანცირება. როცა ისინი მათ შეხვდებიან, მაღაზიაში იქნება ეს, სუპერმარკეტში, თუ სხვაგან. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადებას ჩვენ ვერ დავამარცხებთ. ამიტომ მე ძალიან გთხოვთ ყველას, გავითვალისწინოთ მთავრობის ეს ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი, ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.