პაატა იმნაძე - დამშვიდდით, კოღოები არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები
პაატა იმნაძე - დამშვიდდით, კოღოები არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კოღოები კორონავირუსის გამავრცელებლები არ არიან.

იმნაძემ უპასუხა „ფეისბუქ“ ლაივის შეკითხვას, შეიძლება თუ არა კოღოები გახდნენ კორონავირუსის გამავრცელებლები.

„დაწყნარდით, არა, რადგან ეს არის წვეთოვანი ინფექცია. გამოჩნდა რაღაც მოსაზრებები, რომ შესაძლებელია, იყოს ჰაეროვანი გზითაც გადაცემა. ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, – განაცხადა იმნაძემ.