პაატა იმნაძე და ნათია თურნავა ბრიფინგზე ქართული წარმოების პირბადით მივიდნენ

13:24, 10.04.2020

პაატა იმნაძე და ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ქართული წარმოების პირბადით მივიდნენ.

„მერე შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას, რადგან ასეთი რაღაცები მოსწონს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, პირბადე ვიზუალურადაც კარგია და იცავს ადამიანს ვირუსისგან.

„ნებისმიერ მოდურ აქსესუარს სჯობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ქართული წარმოების პირბადე აფთიაქებში 50 თეთრად იყიდება.

მსგავსი