პაატა იმნაძე - ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს
პაატა იმნაძე - ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს

ლუგარის ცენტრი თავისი მუშაობის მოდელით არ არის გათვლილი ვაქცინაზე სამუშაოდ, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, მათი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს.

„ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ. ამას უპირველესად სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, ანუ ცხოველებზე უნდა ჩატარდეს ცდები. ჩვენთან არის მხოლოდ ვივარიუმი მცირე ზომის ცხოველებისათვის, მაგალითად თაგვებისთვის, ხოლო ვაქცინაზე გამოცდა ჩვეულებრივ უფრო დიდი ზომის ცხოველებზე ტარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაქცინებზე სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ბაბუაძე მუშაობს ახლა კანადაში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.