პაატა იმნაძე - მოდით, ნუ ვილაპარაკებთ, რა შეიძლებოდა, ბევრი რამ შეიძლებოდა, თუმცა იმედი გვქონდა, რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა
პაატა იმნაძე - მოდით, ნუ ვილაპარაკებთ, რა შეიძლებოდა, ბევრი რამ შეიძლებოდა, თუმცა იმედი გვქონდა, რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა

არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ არის მეორე მხრივ, რა შეუძლია ქვეყანას, რას გაუძლებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს. ჩვენ ათასი ადამიანი დავკარგეთ უკვე. კითხვაც დასვით, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპის სტატისტიკაც, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მივედით ამ ვითარებამდე, ინტერვიუებში და გამოსვლებში ხშირად გიხსენებიათ აგვისტო, ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მწვანე სტატუსის მაჩვენებელი პერიოდი, შეიძლებოდა თუ არა, რომ ბათუმის ჩაკეტვით თავიდან აგვეცილებინა ის რეალობა, რაც დღეს გვავქვს, იმნაძემ განაცხადა, რომ იმედი ჰქონდათ, კორონავირუსის შემთხვევები ასეთი დიდი რაოდენობით არ იქნებოდა.

„მოდით, ნუ ვილაპარეკებთ იმაზე, რა შეიძლებოდა. ბევრი რამ შეიძლებოდა. ვიდრე მსოფლიოშია კორონა, საქართველო ვერ დარჩებოდა ისე, ახალი ზელანდია არ არ ვართ და კუნძული, არც ყველასგან ძალიან მოშორებული ვართ. საქართველო დედამიწაზეა, ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლაი 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.