პაატა იმნაძე - აშშ-ში მყოფ ჩემს ნათესავს არა თუ ტესტზე არ მიუწვდება ხელი, ექიმიც კი ვერ ელაპარაკება და აქედან უწევენ კონსულტაციებს ჩვენი ექიმები
პაატა იმნაძე - აშშ-ში მყოფ ჩემს ნათესავს არა თუ ტესტზე არ მიუწვდება ხელი, ექიმიც კი ვერ ელაპარაკება და აქედან უწევენ კონსულტაციებს ჩვენი ექიმები

დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრიცი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქართველი ექიმები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ.

„ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. პირადად ჩემს ნათესავს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს,  არის სახლში, მას აქვს ყველა სიმპტომი, აქ ტესტზე არ არის ლაპარაკი, ექიმიც კი ვერ ელაპარაკება მას და აქედან სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ ჩვენი ექიმები“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.