პაატა იმნაძე -  ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის, მაგრამ მათზე საშიშია ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს
პაატა იმნაძე - ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის, მაგრამ მათზე საშიშია ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს

გუშინ მითხრეს, რომ რაღაც სპეციალური ჯგუფი იყო, რომელიც ადგილებს ჯავშნიდა, რათა ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ. ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანტივაქსერი ყველგან არის, თუმცა მათზე საშიშია ის, ვინც ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს.

„ადამიანები, როცა სადმე არიან, ჩემთვის სულერთია სად არიან. ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი, აქციაზეა, ეკლესიაში, პურ-მარილზე, ქელეხში თუ ქორწილში, როცა არ იცავს წესებს, ყველგან არის ინფიცირების საშუალება. ჩავარდნილ ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებთ, რას ვხედავთ ჩავარდნილს. ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის. ნახეთ რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში, ასეთი ხალხი ყველგან არის. მათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი