პაატა იმნაძე - ახლა ვაქცინების მიღების ყველაზე დიდი შანსი ინდოეთიდან არის
პაატა იმნაძე - ახლა ვაქცინების მიღების ყველაზე დიდი შანსი ინდოეთიდან არის

მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია. სამწუხაროდ, წარმოებამ ისე ვერ მოახერხა გაფართოება, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველო ორი კომპანიისგან ელოდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას.

„მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია. პრაქტიკულად მხოლოდ ისრაელს აქვს მაღალი მოცვა, ბრიტანეთს აქვს დაახლოებით 30 პროცენტი, აშშ-ს 22 პროცენტი, ევროკავშირს საშუალოდ 7 პროცენტი. სამწუხაროდ, წარმოებამ ისე გაფართოება ვერ მოახერხა, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. ამან შექმნა მკვეთრი დეფიციტი, მათ შორის „კოვაქსის“ პლატფორმაზეც. „კოვაქსმა“ დაიწყო პირველ რიგში იმ ქვეყნების მომარაგება, რომლებიც არიან დონორული დახმარებით, ისინი ძალიან შეღავათიან ფასებში იღებენ, განსხვავებით იმ ქვეყნების ჯგუფისაგან, რომელშიც ჩვენ შევდივართ, რომლებიც თვითდაფინანსებით არიან და ფულს იხდიან ამ ვაქცინებში. ყველა მოუთმენლად ველით, როდის მოახერხებს „კოვაქსი“ ვაქცინების მოწოდებას. ამავე დროს  გრძელდება პირდაპირი მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს საკმარისი დოზები“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე დიდი შანსია, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთისგან მიიღოს. ამავდროულად, როგორც იმნაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან და დასავლეთთანაც.

ჯანმო-ს მიერ აღიარებული, ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი არის ინდოეთი, საიდანაც ახლა ყველაზე მეტი შანსია ვაქცინების მიღების. ასევე მიდის გარკვეული მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთანაც და დასავლელ პარტნიორებთან. იყო ასეთი დაპირება მაგრამ სამწუხაროდ თვითონ ევროპის ქვეყნები ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის ვაქვინებს, რომ ჩვენც გვიწილადონ.

ამჟამად ჩვენ ორი კომპანიისაგან ველოდებით მოწოდებას.  რომელი რომელს დაასწრებს, ვერ გეტყვით. ჩვენ ორივეს მისაღებად მზად ვართ. სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება მათ, მაგრამ ორივეს მისაღებად და ვაქცინაციის სასწრაფოდ დასაწყებად ქვეყანა დიდი ხანია მზად არის.

მოლაპარაკებები ახალზეც დაწყებულია უკვე, ეს არის „ნოვავაქსი“. იქ რამდენიმე ტიპის ვაქცინაა – ეს არის RNM ვაქცინა, ე.წ. ვექტორული ვაქცინა, არის ასევე ე.წ. ინაქტივირებული, უფრო ტრადიციული ვაქცინები. ჩვენ ყველა ამ ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია, მოხერხდეს ამ ვაქცინების მიღება ქვეყანაში.

ქვეყანამ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო „კოვაქსის“ პლატფორმიდან, მწარმოებლის მხრიდან, მათ შორის კანონმდებლობაში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რაც ვაქცინის მწარმოებლების ერთ-ერთი პირობა იყო. ეს ყველაფერი განხორციელდა იანვარის თვეში. ქვეყანამ წარადგინა გეგმა, ქვეყანამ წარადგინა ყველა დოკუმენტაცია მზადყოფნის შესახებ, რაც კი იყო საჭირო და ახლა ერთადერთი არის იმედი იმაზე, რომ რამენაირად დროულად შეასრულებენ თავის პირობას ის ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ ვაქცინა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი