პაატა იმნაძე - ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო პროგრამა მალე ამუშავდება
პაატა იმნაძე - ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო პროგრამა მალე ამუშავდება

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განაცხადებით, ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო პროგრამა თითქმის მზად არის და მალე ამუშავდება.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სამთავრობო პროგრამის ამუშავებაში ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყებები.

„ამუშავდება სახელმწიფო პროგრამა, რომ ამ კვლევის შედეგების კიდევ უფრო ღრმა შესწავლა მოხდეს. რა არის ტყვიის მატების მიზეზი. ასევე მუშავდება დიდი სამთავრობო პროგრამა, პრემიერ-მინისტრთან უკვე ჩატარდა შეხვედრა და იქნება სხვადასხვა უწყებები ჩართული, რათა გრძელვადიანი პროგრამა შეიქმნას ქვეყანაში ტყვიის პრობლემის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოდან იტალიის ლაბორატორიაში 2-7 წლამდე ასაკის, 1600 სისხლის ნიმუში გაიგზავნა.