პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სპეციალური ჩვენების გამო საქართველოში 12 წლის ბავშვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სპეციალური ჩვენების გამო საქართველოში 12 წლის ბავშვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როდესაც 12 წლის ბავშვი აიცრა, ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა, ამიტომ აიცრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვაქცინაციის პროცესზე საუბრის დროს განაცხადა.

ამასთან, როგორც იმნაძემ აღნიშნა, საქართველო ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები.

„ბავშვებთან დაკავშირებით ისევ და ისევ „ფაიზერს“ უწერია ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი, ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როდესაც 12 წლის ბავშვი აიცრა, სპეციალური ჩვენება ჰქონდა ამ ბავშვს, ამიტომ ეს ბავშვი აიცრა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.