პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებებმა გრიპთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებებმა გრიპთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამბულატორიულ დაწესებულებებში გრიპის ვირუსით პაციენტთა მიმართვიანობამ წინა კვირასთან შედარებით მოიმატა, თუმცა მაჩვენებელი მაღალი არ არის.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ აღნიშნა, ვირუსის გამწვავების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე 220-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

პაატა იმნაძის განმარტებით, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის. მისივე თქმით, ეპიდემიური პროცესის განვითარებასთან სასწავლო პროცესს კავშირი არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, სასწავლო დაწესებულებებმა ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის სეზონი სავარაუდოდ აპრილამდე გაგრძელდება.