პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში უკვე არის კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში უკვე არის კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში არის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„ჩვენთან არის უკვე ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. აქამდე ეს არ გვითქვამს. ის შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც უკვე გადატანილი აქვს ვირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.