პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა დადასტურებული არ არის.

„საქართველოში დადასტურებული შემთხვევა ჯერ ნამდვილად არ არის, პირველი ნიმუში უნდა იყოს გენეტიკური სეკვენსი ვირუსის, მეორე შემთხვევაში უნდა იყოს ვირუსის სეკვენსი გაკეთებული. თქვენ ალბათ გახსოვთ შემთხვევები, რაც მართლა რეალობაა, როდესაც ადამიანი სამი თვის განმავლობაში იყო დადებითი.

ასეთი შემთხვევები ბევრია. თუ ადამიანს სამი თვის შემდეგ კიდევ ვირუსი დაუდგინდა, ეს არ ნიშნავს რეინფიცირებას“, – განაცხადა იმნაძემ და აქვე დასძინა, რომ საქართველოში ათ შემთხვევას სწავლობენ.

„აქედან მოძიებულია ორი შემთხვევის ყველა ნიმუში და მათი სეკვენირება დაწყებულია, ვნახავთ, ყველაფერს სჭირდება სამეცნიეირო მტკიცებულება“, – აღნიშნა იმნაძემ.