პაატა იმნაძე აცხადებს, რომ გამკაცრებული შეზღუდვების 16 იანვრის შემდეგ გახანგრძლივება ამ ეტაპზე არ განიხილება
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ გამკაცრებული შეზღუდვების 16 იანვრის შემდეგ გახანგრძლივება ამ ეტაპზე არ განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი არ განიხილება.

იმნაძის თქმით, დააკვირდებიან, როგორ აისახება ახალი წლის ღამეს გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„შეზღუდვების გახანგრძლივება ამ ეტაპზე ნამდვილად არ განიხილება. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დავაკვირდებით სიტუაციას, როგორი იქნება 10-12 რიცხვისთვის საახალწლო ღამის შედეგები“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.