პაატა იმნაძე - 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, დღეს საქართველოში ინფიცირების ხუთჯერ მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ინდოეთში იყო
პაატა იმნაძე - 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, დღეს საქართველოში ინფიცირების ხუთჯერ მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ინდოეთში იყო

დღეს ჩვენ ავადობა გვაქვს, 100 ათს მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს დაწესებული შეზღუდვები იძლევა საშუალებას, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იყოს ნაკლები.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვები მოგვცემს საშუალებას, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთა იყოს ნაკლები. სავალე ჰოსპიტლის ნოუჰაო არის კოვიდსასტუმროები, მაქსიმალურად კიდევ ფართოვდება კოვიდსასტუმროები. ჩემს ყველა კოლეგას ვუდასტურებ ღრმა პატივისცემას, ის, რაც მათ გადააქვთ წელიწად-ნახევარია. დღეს ჩვენ ავადობა გვაქვს, 100 ათს მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი. ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, – განაცხადა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი