პაატა გურასპაულმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა - დღევანდელი სიმაღლე უნდა შევინარჩუნოთ
პაატა გურასპაულმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა - დღევანდელი სიმაღლე უნდა შევინარჩუნოთ

დღეს, პაატა გურასპაულმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ქართული კალათბურთის მომავალზე ილაპარაკა და საკუთარი ხედვები გაამხილა.

„ჩვენი მიზანია, რომ კალათბურთში მოვიტანოთ ახალი სისხლი, ახალი იდეები და პროექტები. მსურს, საარჩევნო პროგრამა თქვენს გულებამდე მოვიტანო. ახლა საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის. ამას ფიბასა და ევროლიგის დაპირისპირება დაემატა და ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა.

სამომავლოდ, შემცვლელების მოძიება პრობლემად რომ არ გვექცეს, ამიტომ ამ პროგრამის განხორციელება აუცილებლად მიმაჩნია. მისი მთავარი ქვაკუთხედია – ძლიერი ნაკრებები, ძლიერი კლუბები და ძლიერი რეგიონები. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მინიმუმ დღევანდელი სიმაღლე შევინარჩუნოთ“, – ამბობს გურასპაული.